Back

[April 21, 2026]

თანამედროვე ცხოვრებაში ყველაფერი მარტივდება, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მოსახერხებელია, დროსაც ვზოგავთ და ენერგიასაც, თუმცა ბევრი რამის გათვალისწინებაც უნდა ვიცოდეთ.

ქაღალდის ხელსახოცი ძალიან აქტიურად შემოიჭრა თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში. ერთი შეხედვით ეს ძალიან მოსახერხებელია, თუმცა ამ ნივთით სარგებლობა უნდა ვიცოდეთ, რათა უნებურად საქმე არ გავირთულოთ და ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი დრო ზედმეტად არ დავხარჯოთ. ზოგიერთ შემთხვევაში ქაღალდის ხელსახოცი არათუ უსარგებლოა, საქმის გაუარესებაც კი შეუძლია. აი, რომელი ზედაპირების გაწმენდა არ შეიძლება ქაღალდის ხელსახოცით:

საჭრელი დაფა

გინახავთ ალბათ, რომ მზარეულები ხორცის საჭრელ დაფას ქაღალდის ხელსახოცით წმენდენ, არადა, ქაღალდი სისხლს ვერ იწოვს და თავადაც ფაფისებურ მასად გარდაიქმნება.

დასუფთავების კომპანია officecare გთავაზობთ: ხალიჩების რეცხვის სერვისს

ხის ავეჯი

ნატურალური ხის ავეჯს ნაპრალებიანი ზედაპირი აქვს, ქაღალდის ხელსახოცით გაწმენდის შემთხვევაში ცელულოზის ბოჭკოებმა შესაძლოა შეაღწიოს ამ ნაპრალებში და მათი იქიდან ამოღება პრაქტიკულად შეუძლებელია.

ელექტრონული მოწყობილობები

ელექტრო ტექნიკა, გაჯეტები ის ნივთებია, რომელთა წმენდა ქაღალდის ხელსახოცით უბრალოდ მიუღებელია. მიუხედავად რბილი ტექსტურისა ქაღალდმა ეკრანზე შესაძლოამიკრონაკაწრები გამოიწვიოს. ელექტრო მოწყობილობებისთვის ერთადერთი უსაფრთხო საწმენდი საშუალება მიკროფიბრაა.

სათვალე

სათვალის ლინზები ასევე ძალიან მგრძნობიარეა ქაღალდის ტექსტურის მიმართ. ქაღალდით გაწმენდის შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ არსებობს ლინზის დაკაწვრის საშიშროება, მას ასევე ედება ცელულოზას მტვერი.

ხალიჩა

თუ ხალიჩაზე შემთხვევით რაიმე სითხე დაგექცათ, არ სცადოთ მისი ქაღალდის ხელსახოცით გამშრალება.სველი ქაღალდი იშლება პატარ-პატარა ნაწილაკებად, რომელიც აღწევს ქსოვილის ბოჭკოებში, რაც სიტუაციას მხოლოდ ართულებს.

სარკე და ფანჯარა

თუ სარკეს ან ფანჯარას ქაღალდის ხელსახოცით გაწმენდთ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმის ხელმეორედ გაკეთება მოგიწევთ. ქაღალდის ბუსუსები აუცილებლად დარჩება ზედაპირზე.

მანქანის სალონი

მანქანის სალონი ქაღალდის ხელსახოცით არასდროს გაწმინდოთ. ქაღალდი მტვერს ვერანაირად ვერ მოაშორებს.

სარკე და ფანჯარა

თუ სარკეს ან ფანჯარას ქაღალდის ხელსახოცით გაწმენდთ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმის ხელმეორედ გაკეთება მოგიწევთ. ქაღალდის ბუსუსები აუცილებლად დარჩება ზედაპირზე.

მანქანის სალონი

მანქანის სალონი ქაღალდის ხელსახოცით არასდროს გაწმინდოთ. ქაღალდი მტვერს ვერანაირად ვერ მოაშორებს.

დივნის ქიმწმენდის სერვისი: ფარების პოლირება, დივნის ქიმწმენდა,

წყარო: shin.ge

admin
admin
https://officecare.ge